13:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 10:45:50, 1625 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავა.

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა სამშაბათს გამოაცხადეს, რომ ხელისუფლება იძიებს ბორაკაის ნავთობტანკერის შესაძლო დარღვევებს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ნავთობის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოყენებული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.

გემი შეტანილია დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიებში.

როიტერის ცნობით, MarineTraffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობტანკერმა რუსეთის პრიმორსკის პორტი 20 სექტემბერს დატოვა. გემმა ბალტიის ზღვა გაიარა, ჩრდილოეთით დანია შემოუარა, ჩრდილოეთის ზღვაში შევიდა და ლა-მანშის გავლით დასავლეთისკენ გაემართა.

გემის თვალთვალის მონაცემები აჩვენებს, რომ ფრანგული სამხედრო გემი ტანკერს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ კიდეს შემოუარა. შემდეგ სატვირთო გემმა კურსი შეიცვალა და აღმოსავლეთისკენ, საფრანგეთის სანაპიროსკენ გაემართა. ტანკერი ამჟამად სენ-ნაზერის მახლობლად დგას.

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა გამოაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ბრესტის პროკურორმა როიტერს განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ვერ წარმოადგინა გემის ეროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ შეასრულა ბრძანებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics