|
2025-09-11 20:09:37, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ხაბეიშვილის დაკავებაზე - გამორჩეულად აბსურდული საბაბია, ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს
პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამის გადაფარვას. ბოკერია აღნიშნავს, რომ საზოგადოების პასუხი პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს. "ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად გამორჩეულად აბსურდული საბაბით- ხაბეიშვილი დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე. ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის მის ზომას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმურად. თუმცა სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას ამის გადასაფარად. ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთადერთი სწორი პასუხი, პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს და იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი ძალაუფლების დათმობას არ შეეგუება".- აცხადებს ბოკერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)