|
2025-09-05 19:45:26, 1754 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და აპლიკაციას გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა მობილბანკშივეა შესაძლებელი, მხოლოდ ადრესატი კი მას მობილურის ნომერზე, SMS-ის სახით მიიღებს. აპლიკაციაშივე შესაძლებელია ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი წერილის დაწერა. „ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ. გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატება მობილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დახმარებით ადამიანებს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევას გავუმარტივებთ. რაც მთავარია ადრესატს არჩევანის თავისუფლება აქვს, რადგან ვაუჩერით არა კონკრეტული ბრენდის მაღაზიაში შოპინგი, არამედ გალერია თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სასურველი ნივთის შერჩევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მობილბანკის მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გალერია თბილისის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე შესაძლებელი იქნება. გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)