|
2025-08-27 14:20:13, 1005 ნახვა
სამართალი
ანტონ ჩეჩინის საქმეზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს
აქციების დროს ნარკოდანაშაულით დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია 2 სექტემბერს გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანტონ ჩეჩინის მომდევნო პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა, აღნიშნულ სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს ბრალდებული, რის შემდეგად ჯვებე ნაჭყებია სათათბიროდ გავა და გადაწყვეტილებას გამოიტანს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ჩეჩინის ადვოკატმა. პროცესს გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარის განცხადებით, მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)