|
2025-08-26 12:45:37, 1103 ნახვა
სამართალი
სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის განაჩენი 3 სექტემბერს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა. განაჩენი 3 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება. სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც. სასამართლოში ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დასკვნით სიტყვას წარმოთქვა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი. საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)