|
2016-03-22 16:10:46, 832 ნახვა
ეკონომიკა
ჯორჯ ველტონი მოგების გადასახადის რეფორმას დადებითად აფასებს
ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი მოგების გადასახადის რეფორმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წაახალისებს ქვეყანაში რეინვესტირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდება გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაც. „ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია", - განაცხადა ჯორჯ ველტონმა. ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციებთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, სამინისტროს ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან სამაგალითო იყო. „ასევე დიდი მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს წინადადებებს რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნის საფუძველზე ამ ვადამ გადაიწია 2017 წლის 1 იანვარს. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს გადამხდელთა მოსაზრებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ის ფაქტი, რომ ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის", - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)