06:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 13:25:07, 1275 ნახვა

სამართალი
სასამართლოში სინდისის პატიმრის ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება.

სინდისის პატიმრის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აცილების შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი არის სასამართლოს თანამშრომელი. 

წარვადგენთ დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომლებიც წინა სასამართლო სხდომის მერე მოვიპოვეთ, ასევე მხარეები ვიტყვით შესავალ სიტყვებს და სავარაუდოდ შემდეგი პროცესიდან დაიწყება მოწმეების გამოკითხვა.

ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო ადამიანი, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. უკანონოა ყველა პატიმრობა, რომლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ნინო დათაშვილი გახდა მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. 

რაც შეეხება ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ამ დრომდე უტარდება კვლევები," - განაცხადა ადვოკატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics