|
2025-08-13 11:14:15, 1873 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა სამეწარმეო EXPO 2025-ზე რეგისტრაცია დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, 13-14 სექტემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მეოთხედ გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 200 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან დევნილი ქალები უკრაინიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, თიბისის ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე მწვანე და საკვები სივრცეები. აღსანიშნავია, რომ ექსპოში მონაწილე მეწარმე ქალები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს წამყვანი კომპანიების ტრენერებთან, ისარგებლებენ მენტორობის პროგრამით, მოამზადებენ საინვესტიციო წინადადებებს და შეხვდებიან კოლეგებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყნიდან. გარდა ამისა, შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში 2026 წლის გაზაფხულზე. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებასა და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას. გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, ხოლო ღონისძიებას დაესწრო 4 000-მდე ვიზიტორი, რომელთათვისაც გამოფენა-გაყიდვა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ბიზნესკავშირების გასაფართოებლად და პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ მეწარმე ქალი ან ქალის მიერ დაფუძნებული ბიზნესის მფლობელი. შემოუერთდი ქალთა სამეწარმეო ექსპო 2025-ს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 25 აგვისტო დარეგისტრირდი: http://unwo.men/X4Sc50Wv5eu მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე შემდეგ ბმულს: https://youtu.be/clKTmeNDMc0 ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და კერძო სექტორთან - თიბისი ბანკთან, მიკრობანკ კრისტალთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან - პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით. მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)