|
2025-07-31 17:02:53, 3430 ნახვა
მსოფლიო
კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, - ამ ინფორმაციას, ქვეყნის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებაზე დაყრდნობით, ლიეტუური მედია ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, გინტაუტას პალუკასმა გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და ასევე დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. „მან დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს ფაქტია. არაფერი იცვლება. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ბოლო არჩევნები მოიგო და სეიმში უმრავლესობა აქვს. პარტია პოტენციური კოალიციის ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, - განაცხადა ნაუსედამ. გინტაუტას პალუკასმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომპანიის საქმიანობასა და დაფინანსებაში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ორი კვირა მისცა. ამ თვის დასაწყისში ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაავალა, ხოლო მისმა კოალიციურმა პარტნიორებმა მთავრობაში თანამდებობიდან გადადგომით დაემუქრნენ, თუ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დარჩებოდა. ამავდროულად, დღეს ლიეტუვურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა კომპანია „დანკორაში“, რომელიც პალუკასის რძალს (ძმის ცოლს) ეკუთვნის. მედიის ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ ევროპული დაფინანსება მიიღო და პალუკასის „გარნისისგან“ აკუმულატორების სისტემები შეიძინა. გინტაუტას პალუკასი ლიტვის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2024 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)