|
2025-07-23 18:03:07, 2136 ნახვა
ეკონომიკა
სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ ზანგეზურის დერეფნის შესახებ მემორანდუმზე შეთანხმდნენ.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა მემორანდუმზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ზანგეზურის დერეფანს ამერიკული კერძო კომპანია მართავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „Periodista Digital“ იტყობინება. გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლებისგან მიიღეს კონფიდენციალური დოკუმენტი სახელწოდებით „ტრამპის ხიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“. წყაროების ცნობით, ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში. გამოცემის ცნობით, მემორანდუმი „ტრამპის ორმხრივი რეგიონული ეკონომიკური დერეფნისა და თავდაცვის კარიბჭის“ პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. 42 კილომეტრიანი სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონზე გაივლის. სომხური დიასპორისთვის ხელმისაწვდომ მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ სომხეთი ინარჩუნებს სუვერენიტეტს სიუნიქიუმზე, თუმცა დაკონკრეტებულია, რომ თავად კორიდორს მართავს კერძო ამერიკული კომპანია, რომელმაც მიიღო შესაბამისი ლიცენზია. ამერიკული მმართველი კომპანია შემოსავლის 40%-ს მიიღებს, ხოლო სომხეთი მხოლოდ 30%-ს. გამოცემის ცნობით, ამერიკულ კომპანიას ლიცენზია 99 წლით მიეცა. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს სომხეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მნიშვნელოვანი ძალების განლაგებას. არსებული ინფორმაციით, ეს არ იქნება აშშ-ის რეგულარული შეიარაღებული ძალები, არამედ კერძო ამერიკული სამხედრო კომპანია. სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე იქნება პასუხისმგებელი. გამოცემის ცნობით, მემორანდუმის დებულებების განხორციელების მთავარი ბენეფიციარები ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი იქნებიან. „მიუხედავად თურქეთის მიერ შესაძლო ეკონომიკური სარგებლის მიღებისა, შეერთებული შტატები, თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე მკაცრი კონტროლის დამყარებას. თავდაპირველად, საზღვრის დაცვას მძიმე შეიარაღების გარეშე ჯარისკაცები განახორციელებენ. სამხედროებისთვის კი ეს ნიშნავს, რომ ირანსა და მის მთავარ მტერს, შეერთებულ შტატებს შორის მანძილი აღარ იქნება. ეს ქმნის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეს ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ კავკასიამდე გადაჭიმულ რეგიონში.“ სომხურ-ამერიკული მემორანდუმი სომხეთისთვის კატასტროფაა. ის მას ყველანაირ სუვერენიტეტს ართმევს. შეერთებული შტატების მიერ ეს ოკუპაცია ამ პატარა სახელმწიფოს პრობლემებს ვერ გადაჭრის. „ამით მხოლოდ აშშ და თურქეთი ისარგებლებენ“, - ნათქვამია სტატიაში.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)