|
2025-07-23 12:51:59, 1560 ნახვა
ეკონომიკა
განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა 2019 წელს ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტი დაიწყო. ინიციატივის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცოდნისა და ახალი აღმოჩენების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, იდეათეკების მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები სხვადასხვა სკოლაში იხსნება, რაც რეგიონებში, მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით; მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი. დღეს, საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)