|
2025-07-16 16:49:10, 2262 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-თან თანამშრომლობა დაიწყო
ბაზისბანკი საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობა დაიწყო ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვების და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. "ამერიკულ The Bank of New York Mellon Corporation-სა და ბაზსიბანკს შორის პარტნიორობა ჩვენთვის მორიგი საერთაშორისო აღიარების დასტურია, რაც ძალიან საამაყო ფაქტია. აღნიშნული თანამშრომლობის წინაპირობას, რა თქმა უნდა, ბაზისბანკის მრავალწლიანი წარმატების ისტორია, გამოცდილება, ფინანსური გამჭვირვალობა, სტაბილურობა და დინამიურად მზარდი საერთაშორისო პარტნიორული ქსელი წარმოადგენს. ბაზისბანკი მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაქსიმალურად მოქნილი და მათ მიზნებზე მორგებული ფინანსური სერვისები. აღნიშნული თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო გადარიცხვებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორების სიის გაფართოებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბაზისბანკის გლობალური გადარიცხვების არხები." - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ. ბაზისბანკის ჯგუფის შესახებ ბაზისბანკის ჯგუფი არის მზარდი უნივერსალური საფინანსო ჰოლდინგი 30 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და საცალო მომხმარებლებს. ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა ფართო სპექტრის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო მომსახურების მიწოდება, ჯგუფში შემავალი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისა და შვილობილი კომპანიების, ბბ დაზღვევისა და ბბ ლიზინგის მეშვეობით. ჯგუფი ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე თავისი სტეიკჰოლდერებისთვის. BNY-ის შესახებ BNY გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელსაც საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოში. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)