|
2025-07-14 13:00:11, 1793 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
ბაზისბანკის განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს, მე-12 წელია ბაზისბანკის სახელობითი სტიპენდიები გადაეცემათ. ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო აქტივობებში. საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება. ბაზისბანკსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემაა. „ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-12 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ბაზისბანკის სტიპენდიები არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ერთგვარი აღიარება და სტიმულია სტუდენტებისთვის, რომლებიც დიდ ძალისხმევას დებენ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იმატებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რაოდენობა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ბაზისბანკი, 12 წელი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერი
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)