21:30 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 12:42:20, 691 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს

ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება" მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ "ქათული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას და „ნაცმოძრაობას" 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.
„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი - 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას" და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ, ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს,"- განაცხადა კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics