|
2025-07-09 08:45:40, 1111 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიანე - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება
ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება. ამის შესახებ იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების დროს განაცხადა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის მიერ რეზოლუციის პროექტში წარდგენილი ერთ-ერთი შესწორება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ ფორმულირების გამკაცრებას მოიაზრებს. "მსურს, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიას ეკისრება. უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ენიჭებათ და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზების გამო აკავებენ. საქართველო მთელს ევროპას ადარდებს, რეჟიმი მცდარად ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი არავის ადარდებს". - თქვა იუკნევიჩიანემ. ევროპარლამენტარი ამავდროულად გამოემაურა ქართული ოცნების მხარდამჭერი სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) პოლიტიკური ჯგუფის მიერ რეზოლუციის პროექტში წარდგენილ შესწორებას, რომლითაც "ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას". "სწორედ ამიტომ მათმა მეგობრებმა კრემლში და ულტრამემარჯვენეებმა, როგორებიც არიან ESN, (რედ. - "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ჯგუფი ევროპარლამენტში) წარადგინეს შესწორებები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. არა, ჩვენ ამას ხმას არ მივცემთ". - თქვა იუკნევიჩიანემ. ევროპარლამენტში წუხელ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, დღეს კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)