|
2025-07-07 16:20:15, 1026 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე- ძალადობრივი რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის გუშინდელი დაკავება და თორნიკე რიჟვაძის დღევანდელი რთული საქმე ნათლად აჩვენებს, რომ ძალადობრივ რეჟიმში არავინ არის დაცული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის ამ ფორმით ჩამოყალიბებაში, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. მისი თქმით, „ეს არის რუსული მმართველობის ფორმა, სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავინ არის დაზოგილი“. „ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის გუშინდელი დაპატიმრება და თორნიკე რიჟვაძის დღევანდელი რთული საქმე ნათლად აჩვენებს, რომ ძალადობრივ რეჟიმში არავინ არის დაცული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მის ამ ფორმით ჩამოყალიბებაში.“ ეს ზუსტად რუსული მმართველობის ფორმაა, სადაც ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე არავინ იშურებს. რუსეთში, რეჟიმს მომსახურე ადამიანებიც იჭერენ და ფანჯრებიდან ცვივიან. იცი რატომ? – იმიტომ, რომ იქ სიცოცხლეს, პატივსა და ადამიანურ თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს. ეს პოლიტიკაა, ეს არის საკითხი, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქის პირად უსაფრთხოებასთან და სიმშვიდესთან. სწორედ ამის გამო არ ვერევი პოლიტიკაში, ბევრი ამბობს არა და არა, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძალადობრივი რეჟიმი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)