|
2025-07-02 13:09:45, 1241 ნახვა
ეკონომიკა
Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
გამძლეობა ექსტრემალურ პირობებში, ძრავის დაცვა და ხანგრძლივი სიცოცხლე - გლობალური საცხებ-საპოხი მასალების წამყვანი ამერიკული ბრენდის Mobil-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. აწარმოებს ზეთებსა და ლუბრიკანტებს საავტომობილო, ინდუსტრიული, საავიაციო და საზღვაო სფეროებისთვის. ის იყო პირველი, ვინც აშშ-ში რეაქტიული ავიაციური საწვავის წარმოება დაიწყო. ExxonMobil-მა საფუძველი დაუდო უმაღლესი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების შექმნას. ბრენდი დღეს უკვე ასოცირდება ინოვაციასთან, შესრულების საიმედოობასთან და უკომპრომისო ხარისხთან. Mobil-ის მთავარი უპირატესობები
Mobil 1 იყო პირველი სინთეზური ზეთი, რომელიც 1974 წელს გამოჩნდა. ის 70-ზე მეტ ავტობრენდში გამოიყენება, როგორც ძრავის პირველადი ჩასხმის ზეთი. მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურებზე: -40°C-დან +150°C-მდე. აღსანიშნავია, რომ Mobil-ის სინთეზური ზეთების გამოცდა თავდაპირველად ისეთ ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა, რომ NASA-მ მათი ფორმულების ნაწილი საკუთარ პროგრამებშიც კი ჩართო — ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზეთი სტაბილურობას მაღალი წნევის, სიცხისა და სიცივის პირობებშიც კი ინარჩუნებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Porsche-ს ყველა ახალი მოდელი ქარხნიდან გამოდის სწორედ Mobil 1-ით შევსებული ძრავით — ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ხარისხსა და ინჟინრულ სიზუსტეს. Mobil აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით ინიციატივებში, სასაქონლო შეფუთვის გადამუშავების პროგრამებში. ბრენდის მიზანია, დამდეგი ათწლეულისთვის გახდეს უფრო ნახშირბადნეიტრალური მწარმოებელი.
Mobil-ის ძირითადი პროდუქტები 1. Mobil 1 - პრემიუმ სინთეზური საავტომობილო ზეთი, რომელიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის ძრავების, ტურბო ძრავებისა და ექსტრემალური პირობებისთვის. გამოირჩევა სისუფთავით, საწვავის ეკონომიით და ძრავას იცავს ცვეთისგან. ფართოდ გამოიყენება როგორც სპორტში (F1, NASCAR), ისე - ყოველდღიურ ავტომობილებში. 2. Mobil Super - მაღალი ხარისხის სინთეზური ან ნახევრად სინთეზური ზეთების სერია, ხელმისაწვდომი და საიმედო პროდუქტი ავტომობილების მძღოლებისთვის. იცავს ძრავას ცვეთისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს. 3. Mobil Delvac - განსაკუთრებით რეკომენდებულია მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსების, სპეც.ტეკიქნისა და დიზელზე მომუშავე ძრავებისთვის. პოპულარულია ლოგისტიკის, სამშენებლო და აგრარულ სექტორებში. იცავს ძრავას მძიმე დატვირთვისა და შორ გზაზე გადაადგილების პირობებში. 4. Mobil Industrial - ინდუსტრიული ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნებსა და საწარმოო სისტემებში. მოიცავს ჰიდრავლიკური, კომპრესორის, ტურბინის ზეთებს, საპოხებს და სხვა. შექმნილია რთულ და ინტენსიურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის. Mobil - სუპერქარების რჩეული ბრენდი საცხებ-საპოხი მასალების წამყვან ამერიკულ ბრენდს ნდობა უკვე გამოუცხადეს მსოფლიოს ცნობილმა ავტომწარმოებლებმა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota. Mobil 1 გამოიყენება მოტოსპორტში და არის ოფიციალური ზეთი ავტოსპორტის ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც არიან: Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport, NASCAR-ის გუნდები, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შეჯიბრებებში მოპოვებული გამოცდილება გამოიყენება სამომხმარებლო ზეთების გაუმჯობესებაში. საქართველოში ამერიკული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია mobil-ს ოფიციალურად წარადგენს სომხეთსა და უზბეკეთში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)