|
2025-07-01 21:25:33, 1580 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს, სავარაუდოდ, კომპანიის დახურვა და სახლში დაბრუნება მოუწევს
სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს. “ილონ მასკმა, მანამდე, ვიდრე მყარად დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, იცოდა, რომ “ელექტრომობილების მანდატის” ძლიერი მოწინააღმდეგე ვიყავი. ეს სასაცილოა, და ყოველთვის ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი იყო. ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ მისი ქონა. ილონი შეიძლება უფრო მეტ სუბსიდიებს იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში, დიდი სხვაობით, და სუბსიდიების გარეშე ილონს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს. აღარავითარი რაკეტები, სატელიტები, ან ელექტრომობილების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ბევრს დაზოგავს. შეიძლება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) კარგად უნდა შეხედოს ამას? - დიდი თანხა დაიზოგება!!!”, - წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)