23:30 - 13 Aug, 2026
|
2025-07-01 13:10:50, 879 ნახვა
მსოფლიო
ევროპაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ევროპაში უამინდობისგან ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები იტალიის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, 47 წლის მამაკაცი ძლიერი სიცხისგან მშენებლობაზე გახდა შეუძლოდ, მეორე დაღუპული კი 70 წლის მამაკაცია, ის ტურინში წყალდიდობას ემსხვერპლა. პორტუგალიასა და ესპანეთში კი, ივნისის თვისთვის რეკორდულად მაღალი 46.6 ტემპერატურა ფიქსირდება. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მცირედით კლებას პროგნოზირებენ, თუმცა ის კიდევ უფრო მოიმატებს ბალკანეთში, იტალიასა და საბერძნეთში. სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან დღეს საფრანგეთში. ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის დედაქალაქში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დროებით დაიხურება ეიფელის კოშკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)