09:07 - 13 May, 2026
|
2016-03-19 18:53:13, 1198 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს
სტამბოლის თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 36–მდე გაიზარდა, მათ შორის 12 უცხოელია. ისინი გერმანიის, ისრაელისა და ირანის მოქალაქეები არიან. დაღუპულია 4 ადამიანი. რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდასხმა ტურისტულ ადგილას დილით მოხდა. ისტიკლარის ქუჩაზე, სადაც საავტომობილო მიმოსვლა აკრძალულია, სავაჭრო ცენტრებია განთავსებული და ყოველთვის განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)