|
2025-06-30 10:31:32, 680 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი - აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოება მნიშვნელოვანია
ვლადიმირ პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული აფხაზეთსა და რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტები გაფართოვდეს. "მე მგონია, კარგი იქნებოდა, რესპუბლიკის ხელისუფლებასთან გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალგაზრდული კონტაქტები გავაფართოოთ. და არა უბრალოდ კონტაქტები, არამედ შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ ეს კონტაქტები აქტიური იყოს, სარგებელი მოჰქონდეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თქვენს რესპუბლიკაში ცხოვრობენ და [კონტაქტები] რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირებს ამყარებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც რესპუბლიკის, ისე ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის." - თქვა პუტინმა რეგიონებში ახალგაზრდულ ცენტრთა გახსნის ღონისძიებაზე. "აფხაზეთში მგონი ყოველი მეორე ან მესამე რუსეთის მოქალაქეა. ჩვენ ამას განსაკუთრებული გრძნობით ვეკიდებით." - დაამატა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)