00:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 12:28:31, 930 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო მინისტრი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის და რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპისთვის და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.

„რუსეთი ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას გერმანიაში, სადაც მშვიდობიანად და თავისუფლად ვცხოვრობთ“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

ამასთან, მინისტრმა Spiegel-თან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ რაც უფრო თანმიმდევრული იქნება დასავლეთი მოსკოვის მიმართ, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებზე დათანხმდება.

„ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics