|
2025-06-29 11:39:28, 773 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თელ ავივის ქუჩებში ისრაელის დროშებით და მძევლების ფოტოებით გავიდნენ. ისინი იმ 136 ადამიანის დაუყონებლივ გათავისუფლება ითხოვენ, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ, მისი აზრით, შესაძლებელია, ისრაელსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ერთ კვირაში მიაღწიონ. „როიტერის“ ცნობით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზადაა, გაათავისუფლოს ღაზაში დარჩენილი მძევლები ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, ომის დასრულების მიზნით, მაშინ როცა ისრაელი აცხადებს, რომ ომის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ჰამასი“ განიარაღდება და დაიშლება. „ჰამასი“ იარაღის დაყრაზე უარს ამბობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)