|
2025-06-29 10:14:07, 780 ნახვა
მსოფლიო
ბელგრადში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. „როიტერის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობით, პროტესტის დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. მანამდე სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)