|
2025-06-26 09:50:46, 802 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალი ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას აფართოებს
თიბისი კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას განაგრძობს და ინვესტორებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის. თიბისი კაპიტალი პირველი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელმა სააგენტომ ე.წ. რეგულატორული სენდბოქსის წევრობა მიანიჭა. აღნიშნული საშუალებას იძლევა, თიბისი კაპიტალის ინვესტორებისთვის უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. რეგულატორული სენდბოქსი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმია, რომელიც უცხოურ შუამავალ კომპანიებს საშუალებას აძლევს, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ლიცენზიების გარეშე მოემსახურონ. თიბისი კაპიტალი შეძლებს, ინვესტორების სახელით ჩაერთოს უზბეკეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შეიძინოს სახაზინო ობლიგაციები, კორპორატიული ბონდები, ასევე ჰქონდეს ნაღდი ფულის ანგარიში ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში და სხვა. „თიბისი კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ახალი სტატუსი კი საშუალებას გვაძლევს ავამაღლოთ ჩვენ მიმართ ნდობა და გავაფართოოთ თიბისი კაპიტალის როლი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უზბეკეთის რეგულატორი სენდბოქსის წევრობა სრულიად ახალი საფეხურია ჩვენთვის და ჩვენი ინვესტორებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვან პროდუქტებზე წვდომის საშუალებას ვაძლევთ. ამ ნაბიჯებით ვცდილობთ, ვუპასუხოთ მზარდ მოთხოვნას და მომხმარებლებს ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები გავუხსნათ. ეს სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან, რომელიც გლობალურად თიბისი კაპიტალის გაფართოებას გულისხმობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)