|
2025-06-23 10:16:05, 929 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ გრუშკო - რუსეთს სურს ურყევი გარანტიები, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება
რუსეთისთვის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდეს, შესაძლოა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ ურყევი საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გულისხმობს ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გრუშკომ. შეგახსენებთ, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)