22:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 22:51:14, 544 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი კადრებზე: ამ კადრებს შეიძლება ავრცელებდეს ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი

"ამ კადრებს შეიძლება ავრცელებდეს ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მას აქვს ვარაუდი, რომ კადრებს ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ან მათ მხარდამჭერი, მმართველი გუნდის "ჩამოქცევის" მიზნით ავრცელებს.

"ამ კადრებს შეიძლება ავრცელებდეს ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ან მათი მხარდამჭერი, მათივე მითითებით, ეს ჩემი ვარაუდებია. ავრცელებს ერთადერთი მიზნით და ახლა მაინც და მაინც რატომ? იმიტომ რომ რომ მოხდეს არჩევნებამდე ქვეყნის დესტაბილიზაცია, საზოგადოების შოკურ მდგომარეობაში შენარჩუნება, და ხელისუფლების, მმართველი გუნდის ჩამოქცევას. მე მგონი რომ ეს არის მიზანი." - განაცახა წულუკიანმა.

მან იქვე აღნიშნა, რომ რაც არ უნდა გამოქვეყნებს, ეს კადრები ხელისუფლებას ვერ "ჩამოაქცევს"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics