20:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 19:34:39, 1164 ნახვა

სხვადასხვა
მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა კონფერენციას „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში" დაესწრო და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ბავშვებისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ დღევანდელ კონფერენციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დაისვა, როგორიც არის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები. როგორ  უნდა მოვუაროთ განსაკურთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ ინტეგრირებას გარემოსთან. 
წლევანდელი სლოგანია "ჩემი მეგობრები- ჩემი გარემოა" , აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ მეგობრული, კეთილი და ბოლომდე ადაპტირებული გარემო შევუქმნათ მათ.                                     
ასევე ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია რესურსი და შესაძლებლობები, იმისთვის, რომ ამ სფეროში წამოწყებული ინიციატივები ბოლომდე მივიყვანოთ. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით,"- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საკითხებზე,
ოჯახსა და საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების მნიშვნელობაზე.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც შეაფასა. 
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics