|
2025-06-19 17:13:19, 925 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ხამენეის მკვლელობის შესაძლებლობაზე - იმუნიტეტი არავის აქვს, შესაძლებლობები ღიაა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ისრაელის დარტყმებისგან "იმუნიტეტი არავის აქვს". ამის შესახებ მან ისაუბრა ბეერ-შევაში, სოროკას სამედიცინო ცენტრში ვიზიტის დროს. ეს საავადმყოფო აქამდე ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ დააზიანა და ხალხი დაშავდა. "არავის აქვს იმუნიტეტი... ყველა შესაძლებლობა ღიაა... უმჯობესი იქნება, ამასთან დაკავშირებით მედიაში არ ვისაუბროთ." - თქვა ნეთანიაჰუმ. ამას გარდა, ნეთანიაჰუმ კონფლიქტში აშშ-ს შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია. "ის გააკეთებს იმას, რაც კარგი იქნება ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც კარგი იქნება ისრაელისთვის." - თქვა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ტრამპმა "თამაშის წესები იცის". ისრაელის პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ მის ქვეყანას, საჭიროების შემთხვევაში, მთელი მისიის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლება. "ოპერაციის დასასრულს ისრაელისთვის ბირთვული საფრთხე აღარ იარსებებს და აღარ იარსებებს ბალისტიკური საფრთხე." - თქვა ისრაელის პრემიერმა. აქამდე ალი ხამენეის საჯაროდ დაემუქრა ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)