|
2025-06-19 13:44:12, 933 ნახვა
მსოფლიო
WSJ - ტრამპმა ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანება არ გაუცია
ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანების გაცემისგან თავი შეიკავა, რათა თეირანისთვის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის დრო მიეცა. WSJ-ს ანონიმური წყაროების თქმით, ტრამპი იმედოვნებს, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების საფრთხე თეირანს აიძულებს, მის მოთხოვნებს დასთანხმდნენ. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ განიხილება რამდენიმე შესაძლებლობა და ტრამპი თვალს ადევნებს, როგორ ატარებს ოპერაციას ისრაელი. აშშ-ს პოტენციური სამიზნე ფორდოს ბირთვული დაწესებულებაა, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა მიწისქვეშ, საკმაოდ ღრმადაა აშენებული და მის დანგრევას განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები სჭირდება. მცირე ხნის წინ, როცა ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მან უპასუხა: "შეიძლება კი, შეიძლება არა". მან კვლავ გაიმეორა, რომ ირანის მხრიდან საჭიროა უპირობო დანებება. "მომდევნო კვირა ძალიან დიდი იქნება, შეიძლება კვირაზე ნაკლებიც" - დაამატა ტრამპმა. დანებების მოთხოვნების ფონზე, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აქამდე ამბობდა, რომ ამას არ აპირებენ. მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია "გამოუსწორებელ შედეგებს" მოიტანს. ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში აშშ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიდა. რეგიონში იმყოფება მათი სამი გამანადგურებელი ხომალდი და ორი ავიამზიდი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)