|
2025-06-17 20:06:20, 835 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის ისრაელის მადლიერია
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის ისრაელის მადლიერია. „ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს. მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო იმის მიმართ, რომ ამის გასაკეთებლად ისრაელის არმიას, ისრაელის ხელმძღვანელობას ჰქონდა გამბედაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ თვეების და წლების განმავლობაში დავაკვირდებოდით ამ რეჟიმის ტერორს, შესაძლოა, ხელში ბირთვული იარაღითაც კი“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, ირანი თუ მზად იქნება მოლაპარაკებისთვის ბირთვულ პროგრამაზე, „შემდგომი სამხედრო ჩარევები საჭირო არ იქნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სრული განადგურება დღის წესრიგში დადგება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)