|
2025-06-15 12:06:48, 838 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ირანის პრეზიდენტს ვესაუბრე - ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მისი თქმით, ირანის პრეზიდენტისადმი მისი პირველი გზავნილი საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება იყო. "ჩემი პირველი გზავნილი იყო ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიუღებელ პირობებში მძევლები არიან.რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ირანის ბირთვული პროგრამასერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშკიანს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად - ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად”,- წერს მაკრონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)