|
2025-06-13 19:40:27, 915 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა უნდა თქვას: გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ
ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“- ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა. „დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია. იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით - ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია - არ ვიცი. მეორე მხარე - მოსახლეობა, რომლებიც ორ წელიწად-ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე, ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ, ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა. ასე რომ, რამდენ ხანს, როგორ, რა თარიღში - ვფიქრობ, რომ თარიღს გარედან ველით. ორი რამის მოლოდინი შეგვიძლია ევროკავშირისგან: პირველი - აღწერონ ვითარება, თქვან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიიტაცა და ეს არის რაც ხდება - სახელმწიფო, დემოკრატია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც რუსეთში. ერთი პარტია, ერთი კაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ეს უნდა ითქვას, უბრალოდ გაყალბებული არჩევნები არ არის, უბრალოდ ავტორიტარული გადახვევა არ არის დემოკრატიული გზიდან, რომელსაც საქართველო მიყვებოდა. იმის აღწერისა და თქმით შემდეგ, რაც ხდება, შემდეგი ეტაპია იმის თქმა: „გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენს მომავალზე. ჩვენ საქართველოს ან ქართველებს არ ვსჯით, არამედ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ და ამას უნდა ელოდოთ“. მაგრამ ეს თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება 4 ოქტომბერი იყოს - მაშინ გქონდეთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ან ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები… „პირობითობის“ პოლიტიკა, რომლისკენაც მოვუწოდებ, რომელიც ცოტათი აშშ-ის “MEGOBARI აქტს” ჰგავს - რომელიც იქნება, ჯერ არ არსებობს - კალენდარში უნდა იყოს ჩაწერილი. არ შეიძლება უბრალოდ ღია წინადადება იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)