07:38 - 14 Aug, 2026
|
2025-06-13 10:27:07, 743 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ში ისრაელის ელჩი - დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ
გაერო-ში ისრაელის ელჩი, დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელს დაძაბული დღეები ელის მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა. „ვიცით, რომ წინ დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ. ვამზადებთ ისრაელის მოსახლეობას, რომ მზად იყოს ამისთვის“, - განუცხადა დანონმა Fox News-ს. მისი თქმით, ისრაელის იერიში არა მხოლოდ პილოტების ან დაზვერვის წარმომადგენლების გმირობის, არამედ ისრაელელი ხალხის გმირობის შედეგია „მათ ინსტრუქციები უნდა შეასრულონ. საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)