07:38 - 14 Aug, 2026
|
2025-06-12 20:44:18, 757 ნახვა
მსოფლიო
ABC News - მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განიხილავს
ამერიკული ტელეარხი ABC News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განიხილავს. მედიის ცნობით, წყაროებმა ზუსტად არ იციან, თუ რა როლი ექნება აშშ-ს ისრაელის ირანზე იერიშის დროს, თუმცა შესააძლებელია, რომ აშშ-მ სამხედრო ოპერაციისას ლოჯისტიკური როლი შეასრულოს და ისრაელს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს, რომელიც ასეთი სახის იერიშებისთვის იქნება საჭირო. მანამდე, გამოცემა Washington Post წერდა, რომ ირანზე ისრაელის იერიშების შესაძლო მიტანის ფონზე, აშშ ერაყის საელჩოში პერსონალის შემცირებასთან ერთად, მთელ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე საელჩოებში დამატებით ზომებსაც იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)