07:38 - 14 Aug, 2026
|
2025-06-12 09:55:44, 859 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს
მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს, რუს ხალხს რუსეთის დღე მივულოცო. ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - აცხადებს მარკო რუბიო. მისი თქმით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აშშ-ს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების სურვილი აქვს“. „ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)