|
2025-06-11 11:12:07, 849 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია, მშვიდობა გვსურს
რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, „კიევის მხრიდან კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონა უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების ფასად დაუჯდება“. „ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ უკრაინა უცხო ქვეყნების ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, მაშინ იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ“, - განაცხადა მედინსკიმ. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი „ორ ძმას შორის კონფლიქტს ჰგავს“. „ეს უფროსსა და უმცროს ძმებს შორის კონფლიქტს ჰგავს, იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ჭკვიანი და მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ჩვენ შორის უთანხმოებებს აღრმავებს და სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - აღნიშნა მედინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)