|
2025-06-10 21:01:18, 1292 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის გეგმავს სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ მთავრობა გეგმავს სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას. აღნიშნული ინიციატივა პრემიერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში სავარაუდოდ 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მოზარდი დაკავებულია და პოლიციაში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურაში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლის თანამშრომელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სკოლის 31 წლის თანამშრომლის მკვლელობა საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში დაგმეს. „ერი გლოვობს და მთავრობა მობილიზებულია დანაშაულის შესამცირებლად“, – დაწერა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ეს მკვლელობა არ იყო ცალკეული ინციდენტი და საფრანგეთი ვერ უგულებელყოფს ბავშვებში ძალადობის ტალღას. „ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილი და ვერ ვუყურებთ ხელებჩამოშვებული ამ მზარდ ტალღას. მთავრობა გეგმავს, გადადგას ნაბიჯი ექსპერიმენტის სახით სკოლების შესასვლელებში უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებით“, – თქვა ბაირუმ და აღნიშნა, რომ დანებზე დამატებითი აკრძალვები დაწესდება, ვინაიდან ზოგიერთი ტიპის დანა ამჟამად არ მიიჩნევა იარაღად. თავდასხმა საფრანგეთის სკოლაში იმავე დღეს მოხდა, როდესაც ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)