|
2025-06-10 13:46:47, 1258 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი - წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ
ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი - ის ამ ქალაქის ხმად იქცა. 5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი. 12 ივლისს, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით. 19 ივლისს, გექნებათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს - შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ. 2 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი - ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად. ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო ზაფხულისთვის. ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მსოფლიო დონის არტისტები კი, დაუვიწყარ საღამოებს გვაჩუქებენ. ფესტივალის ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი - ლუკა კერვალიშვილი, ბლუზ ვილიჯში თქვენს ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდიან. უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ემოციური თვალსაზრისით. თიბისის მხარდაჭერით, ფესტივალი არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს ბლუზის გაცნობიერებისა და გაზიარებისთვის. ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით. 5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)