|
2025-06-10 13:34:40, 703 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - „ეფ-ეს-ბემ“ სოხუმის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეფ-ეს-ბე“-მ, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქის უკანონო საქმიანობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის დავალებით ხორციელდებოდა. დადგინდა, რომ დამნაშავე კონფიდენციალურ თანამშრომლობას აწარმოებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომლის დავალებითაც მან უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს ხასიათის შესახებ, რომელსაც ასრულებდა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად ირიცხებოდა“, - აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში. მათი ცნობით, დაკავებული გეგმავდა უკკრაინისთვის აეროპორტის და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის გადაცემას, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა. „გეგმა შესაძლოა, გამოყენებულიყო ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადების გზით. დაკითხვის დროს მან აღიარა თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დირექტორატთან თანამშრომლობა, რომ მიაწოდა ინფორმაცია შესრულებული დავალებების და მისთვის დაკისრებული დავალებების შინაარსის შესახებ, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას“, - აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში. მათი განმარტებით, ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)