|
2025-06-09 14:36:25, 744 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთს "მხოლოდ ძალის ენა ესმით", ხოლო ევროპა ამჟამად სუსტი მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა. "მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს" - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს. ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად სუსტია და ამიტომ, მას აშშ-ის დახმარება სჭირდება. უნგრეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. "რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება საჭიროა, მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ევროპა შეძლებს" - განაცხადა მან. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგან "რუსეთი ამისთვის ძალიან სუსტია. მას უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია და შესაბამისად, ვერც ნატოს შეუტევს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)