00:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 13:40:48, 521 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ჩვენი მიზანია, საქართველო IT ჰაბი გახდეს

ჩვენი მიზანია, საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს, ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს. ამიტომ, საქართველოში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის. ცვლილებებით, სპეციალისტებს, რომელთაც ორწლიანი გამოცდილება აქვთ ინფორმაციული ტექნილოგიების სფეროში და შემოსავლის სახით მიღებული აქვთ არანაკლებ 25 დოლარი, მათ შეეძლებათ, ბინადრობის მოწმობა აიღონ სამი წლის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შემდეგ შესაძლებელი იქნება. ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი იყოს და თანამედროვე სამყარო IT-ის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics