|
2016-03-17 16:17:59, 1856 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციები მინისტრებმა ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 1,202,059 ლარი გაიხარჯა. პროგრამებით 1 259-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. „სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტრომა ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. პრეზენტაციას სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)