11:24 - 11 Jun, 2026
|
2025-06-02 19:56:56, 811 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გამოვდივართ ინიციატივით, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს
ანკარა ინიციატივით გამოდის, ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტი თურქეთში გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და მიესალმა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას. „დღეს, როგორც იცით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის თავმჯდომარეობით შეიკრიბნენ. და ეს მართლაც ბრწყინვალე შეხვედრა იყო. შედეგად, არსებობს შეთანხმებები წინა შეხვედრაზე მიღწეულის მსგავსად, ათასზე მეტი პატიმრის გაცვლის შესახებ. პატიმრების გაცვლის გარდა, ასევე არსებობს შეთანხმებები გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)