10:14 - 14 Aug, 2026
|
2025-06-02 09:56:07, 891 ნახვა
მსოფლიო
კოლორადოში, ისრაელელი მძევლების მხარდამჭერ აქციაზე მამაკაცი მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაესხა თავს
აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, 45 წლის მუჰამედ საბრი სოლიმანმა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისას შესძახა : „თავისუფალი პალესტინა“. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა მომხდარი „მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა, კოლორადოს გენერალურმა პროკურორმა, ფილ ვაიზერმა კი განაცხადა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)