|
2025-05-30 16:11:45, 1572 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად. თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების განმარტებით, ნიკა მელია 29 მაისს, 21:00 საათზე დააკავეს, ხოლო გირაოს გადახდის ვადა, 29 მაისის, ღამის 12 საათზე იწურებოდა. შესაბამისად, მათივე თქმით, შესაძლოა, მელიას გირაო ბოლო საათებშიც გადაეხადა. „არავინ უშლის ადამიანს გადაწყვეტილება შეცვალოს“, - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. ბრალდების მხარის განცხადებით კი, ნიკა მელიამ უგულებელყო კანონიერი მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, რომ „ის აპირებდა გირაოს გადახდას“, უსაფუძვლოა. ამის შემდგომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა ადვოკატებს: „გირაოს არგადახდა მოხდა იმის გამო, რომ ის დააკავეს, თუ არ ჰქონდა გადახდის სურვილი?“ საპასუხოდ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ შეეზღუდა. „მას სახელმწიფომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა უკანონოდ მოუსპო, იმიტომ, რომ ის უკანონოდ დააკავეს. ვინ უშლიდა ნიკა მელიას, რომ 23:30 საათზე გადაეხადა თანხა?“ - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. „ბატონმა [გიორგი]ვაშაძემაც ბოლო წამს გადაიხადა“, - აღნიშნა რეპლიკის სახით ნიკა მელიამ, იქამდე ვიდრე მას სასამართლოდან გააძევებდნენ. ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)