00:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 19:50:38, 771 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის რეკლამირებითაა დაკავებული

გიორგი ბაჩიაშვილი  არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე მას ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება.

„თქვენ გახსოვთ, მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და თუ ეს არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სათანადო პირობებში.  
გარდა ამისა, რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი. ეს არის მისი საქმე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics