|
2025-05-29 18:14:29, 993 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი “Ad Quality” დაემატა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესებისთვის ციფრული შესაძლებლობების გამავრცელებელი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აგრძელებს რეგიონში უნიკალური პლატფორმის — Ads მენეჯერის განვითარებას. ამჯერად, პლატფორმას მნიშვნელოვანი განახლება დაემატა — Ad Quality, ახალი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს ზუსტ მოლოდინებს უქმნის იმის შესახებ, თუ რა მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს ბანკი ბიზნესებს - სად და როგორ გავრცელდება მათ მიერ შექმნილი შეთავაზება. „ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებისთვის ვაჩენთ მეტ შესაძლებლობას, მისწვდნენ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდება, რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნული შეთავაზების შესახებ“, — აცხადებენ ბანკში. როგორ მუშაობს Ad Quality? ახალი მოდელი სხვადასხვა არხში შეთავაზების გამოჩენას შეთავაზების ტიპის, პირობების და სხვა პარამეტრების მიხედვით განსაზღვრავს. ამ სიახლით ბიზნესებს წინასწარ ეცოდინებათ, სად გამოქვეყნდება ინფორმაცია შეთავაზებაზე - საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში, სოციალურ ქსელებში, newsletter-ში თუ სხვა სივრცეში. საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას ბიზნესებისთვის. აღმოაჩინეთ სიახლეები საქართველოს ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ ბმულზე. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების შეთავაზებები და იგი მრავალრიცხოვან მომხმარებელს — საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 600 000-მდე ადამიანს გაუზიარონ. Ads მენეჯერის პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)