|
2025-05-29 16:41:06, 769 ნახვა
მსოფლიო
2012 წლის შემდეგ პირველად, დამასკოში, აშშ-ის საელჩო გაიხსნა
სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომას ბარაკმა დამასკოში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის თავზე შეერთებული შტატების დროშა აღმართა, 2012 წელს საელჩოს დახურვის შემდეგ პირველად. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. ფაქტს ორი კვირით ადრე წინ უძღოდა ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სირიისთვის სანქციების შემსუბუქება. აშშ-მა დამასკოში საკუთარი საელჩო 2012 წელს დახურა, ბაშარ ასადის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. თომას ბარაკი, რომელიც თურქეთში აშშ-ის ელჩია, სირიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად 23 მაისს დაინიშნა. ის სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ცნობისთვის, აჯანყებულებმა ალ-შარაას ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობით ბაშარ ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაამხეს.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)