|
2025-05-29 12:05:59, 999 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც მათთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკებს ზრდის, მათ შორის, საელჩო დემონსტრაციებში მონაწილეობას და სოციალურ ქსელებში "გარკვეულ აქტივობას" ასახელებს. "უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, ინდივიდუალურად თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები. უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელებზეც. ასევე, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ და საქართველოში ხელახლა შესასვლელად, შესაძლოა, დაუყოვნებლივ გადახდა გახდწეს საჭირო“ - წერია განცხადებაში.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)